სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ადამიანი  და გარემო. 

პროექტის მთავარი იდეა: გარემოს დაცვა დანაგვიანებიასგან.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ყოველთვის დაიცავენ სისუფთავეს მიმდებარე ტერიტორიაზე. დაამახსოვრდებათ რომ მიწაში დამარხული ნარჩენებისაგან წარმოიქმნება ორგანული სასუქები. ჩაატარებენ აქციას ,,დედამიწა ნარჩენებში ჩაიძირება’’ და მოუწოდებენ ადამიანებს გარემოს დანაგვიანებასთან საბრძოლველად.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა დაასუფთაონ სკოლის ტერიტორია და შეძლონ ნარჩენების დახარისხება. მოსწავლეებმა დაადგინონ, როგორ იშლება მიწაში ჩაფლული ნარჩენები ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ გარემოს დანაგვიანება გლობალური პრობლემაა და შეძლონ კოლაჟის შექმნა თავიანთი პოზიციის გამოსახატავავად.

მოსწავლეთა ასაკი: 9 წლის.

ვადები/ხანგრძლიობა: 6 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე გამოამჟღავნებს გარემოზე ზრუნვის ელემენტებს. გამოუმუშავდება უნარ ჩვევა დაიცვან თავისი სკოლა, მიმდებარე ტერიტორია გარემოს დანაგვიანებისაგან. გამოიკვლევენ ლოკალურ გარემოს და აღწერენ ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს მისთვის ადვილად გასაგებ დაკვირვებად დროის პერიოდში. განასხვავებენ  გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს. თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობენ გარემოში ქცევის წესების შემუშავებაში.

პროექტისათის საჭირო ძირითადი რესურსები: ხელთათმანები, ნიჩაბები, ფოტოაპარატი, თაბახის ფურცლები. მაკრატელი, საღებავები  და ფანქრები, წებო, სკოჩი. 

პროექტის მსვლელობა:
 აქტივობა 1. სკოლის ტერიტორიის დასუფავება.
დავურიგებ  მოსწავლეებს ჰიგიენური ხელთეთმანებს და დიდ პარკებს  ნარჩენებისათვის. შევთავაზებ  თამაშს ,, ნადირობა ნაგავზე“, ამჯერად მოსწავლეებმა უნდა დაიარონ სკოლის ტერიტორია. (დერეფანი, ეზო...) შეაგროვონ დაყრილი და მიტოვებული ნარჩენები და ჩაყარონ პარკებში. შემდეგ გაარჩევენ, რომელმა რა ,,მოინადირა“.
მასწავლებლის მეთვალყრეობით მოსწავლეები ასრულებენ მიცემულ დავალებას და იკრიბებიან ეზოში ერთ დათქმულ ადგილას.
აქტივობა 2. ,,ნაგვის სასაფლაოს“ შექმნა.
მოსწავლეები დაახარისხებენ ნაგავს (ბუნებრივი და ხელოვნური). მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და თანაბრად გაუნაწილებ ნიჩბებს. ამოთხრიან ორმოებს და გადარჩეულ ნაგავს  ჯერ სურათებს გადაუღებენ, შემდეგ კი მიწაში დაფლავენ. ნარჩენების ჩამარხვის შემდეგ მიწა კარგად დატკეპნონ და ორმოს თავზე კენჭებით გაუკეთონ შესაბამისი წარწერები. (მაგალითად: თუნუქის ქილა, ვაშლი...) მთელ ,,სასაფლაოს’’ უნდა გაუკეთონ აგრეთვე თარიღის აღმნიშვნელი წარწერა.
სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებთან  ერთად დაფლული საგნები მიწიდან ამოვთხაროთ. იმ დროისათვის შენახული უნდა გქონდეს ამ საგნების ფოტოები და მოსწავლეების ჩანაწერები. ბავშვები გაიხსენებენ რომელი ნაჩენი როგორ გამოიყურებოდა, როგორი იყო მათი ვარაუდი და აღმოაჩენენ, რომ ბევრი ორგანული ნარჩენი მიწაში კარგად იშლება. ისეთი მასალებიც, როგორიცაა რკინა, ქაღალდი... შედარებით ნელა, მაგრამ მაინც განიცდის დაშლას, ცელოფნის პარკები და პლასტიკატისგან დამზადებული საგნები თითქმის უცვლელი რჩება.
აქტივობა 3. კოლაჟის შექმნა.
კედელზე დავამაგროთ დედამიწის გამოსახულებიანი დიდი ფორმატის სქელი ფურცელი და ვსთხოვ მოსწავლეებს, ნარჩენებიდან აიღონ თითო–თითო ნივთი და დააწებონ ,,დედამიწას“. ფერადი ფანქრებით ან საღებავებით შეღებონ დედამიწის კონტური. შემდეგ აკეთებენ პლაკატებს ,,ნარჩენებში იძირება დედამიწა“ და მოუწოდებენ ადამიანებს გარემოს დანაგვანებასთან საბრძოლველად.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნებასთან.
ბუნება. III. 12.მოსწავლე ამჟღავნებს გარემოზე ზრუნვის ელემენტებს.
  • ადარებს ბუნებრივ და ხელოვნურ საარსებო გარემოს და მსჯელობს მათ თავისებერებებზე.
  • განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს.
  • უკვე გამოყენებული ნივთებისაგან და ნარჩენი მასალისაგან ქმნის ნივთებს.

პროექტის ხელმძღვანელი: ნესტანი ჩხაიძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nchxaidze11@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий